აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

თურქეთის დელეგაციასთან შეხვედრა

26 ნოემბერი, 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, რეგიონის მთავრობის წევრებთან ერთად, თურქეთის დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრისას თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის აქტიურ კულტურულ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე რეგიონების დონეზე არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს სხვადასხვა მიმართულებით.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე, თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, თურქეთის გენერალური კონსული ქ. ბათუმში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თავმჯდომარე მ.შ და TİKA-ს თბილისის კოორდინატორი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები