აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის საინვესტიციო შესაძლებლობები პოლონეთის ბიზნეს ფორუმზე

22 ნოემბერი, 2019

ვროცლავი ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს.
პოლონეთში ბიზნესის წარმომადგენლების მასშტაბურ შეხვედრაზე აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა.

ბიზნეს ფორუმზე პოლონელი ბიზნესმენები აჭარის საინვესტიციო გარემოს, საპრივატიზაციო ობიექტებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ბიზნესმენებთან შეხვედრისას აჭარის ეკონომიკურ განვითარებაზე და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა.
მინისტრმა პოლონეთთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და სამომავლოდ ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე გააკეთა აქცენტი.

ვროცლავის ბიზნეს ფორუმს ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი ცეზარ პშივილსკი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები