აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

2020 წლის ბიუჯეტის განხილვა საკანონმდელო ორგანოში მიმდინარეობს

12 ნოემბერი, 2019

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის პროცედურები გრძელდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020-2023 წლების პრიორიტეტები კომიტეტების წევრებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა

2020 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის გეგმა 290 მლნ.ლარია, წინა წელთან შედარებით ზრდა -11%

2020 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი 18% იზარდება
აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე 217 მლნ. ლარი დაიხარჯება - აჭარის ბიუჯეტის 63%
 საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 64 მლნ ლარი დაიხარჯება-აშენდება 14 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 6 არსებულ ხიდს, მოეწყობა 189 კმ. გზის საფარი
2020 წელს "ოცნების ქალაქში" ბინების მშენებლობისთვის 16 მილიონი ლარია გათვალისწინებული
2020 წლიდან 23.8% გაიზრდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინვენტარით აღჭურვის პროგრამის დაფინანსება
2020 წლიდან 20%-ით გაიზრდება სახელოვნებო და სასპორტო, საჯარო-საპანსიო სკოლების მასწავლებლებს ანაზღაურება

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები