სპორტული შეჯიბრი მოსწავლეთა შორის დასრულდა
29 ნოემბერი, 2019
წელს პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და მოსწავლეთა ფიზიკური აქტივობის სტიმულირების მიზნით მაგიდის ჩოგბურთსა და მძლეოსნურ გეზრბენში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა.
მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში რესურსცენტრების ხელშეწყობით ჩატარდა შესარჩევი ტურები.
თითოეული მუნიციპალიტეტიდან შერჩეული იქნა ერთი გუნდი მაგიდის ჩოგბურთში და ერთი გუნდი გეზრბენში.
შეჯიბრის მესამე (დასკვნითი) ტური მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლაში და გეზრბენში - ღია ცის ქვეშ ,ზღვისპირა ბულვარის სარბენ ბილიკზე.
მაგიდის ჩოგბურთში საპრიზო ადგილზე გავიდნენ სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვნის საჯარო სკოლის გუნდი და სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გუნდი.
გეზრბენში პირველობა არავის დაუთმო სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის გუნდმა.
იხილეთ გალერეა