აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„ფესტივალიდან ფესტივალამდე/ბახის მუსიკის სამყაროში“

22 ნოემბერი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წელს კულტურული ტურიზმის პროგრამის ფარგლებში 10 სხვადასხვა სახის ფესტივალის ჩატარება დააფინანსა.

ერთ-ერთი მათგანია კლასიკური მუსიკის საფესტივალო კვირეული- „ფესტივალიდან ფესტივალამდე/ბახის მუსიკის სამყაროში“.

23 ნოემბერს, 17.00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება.

ფესტივალის მსვლელობისას უმეტესწილად შესრულებული იქნება ბახის და ასევე, სხვა გამოჩენილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ფესტივალში საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ახალგაზარდა შემსრულებლები მონაწილეობენ.

ფესტივალს ორკესტრირებას ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი გაუწევს.

ფესტივალის ფარგლებში ასევე, გამოიფინება ახალციხის სამხატვრო სკოლისა და ბათუმის სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრები.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები