აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ნარინჯისფერი რთველი 2019-2020

29 ნოემბერი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ მოადგილეებთან ერთად ციტრუსის კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა. მათ ასევე დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის რეალიზაციის პროცესს. ტიტე აროშიძემ ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები ფერმერებთან ერთად განიხილა და შეაჯამა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ,,მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს მაღალი ხარისხის მოსავალია, შესაბამისად, ფერმერები პროდუქციის რეალიზაციას მაღალ ფასში შეძლებენ. წელს ციტრუსის მოსავალი გასულ წელთან შედარებით ნაკლებია. თითოეულ ოჯახს განსაკუთრებული მოლოდინი აქვს სეზონის წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ მოლოდინები ბოლომდე გამართლდეს. პირად გავაკონნტროლებ ციტრუსის დაბინავების პროცესს, რათა მოსავალი სრულყოფილად იქნეს რეალიზებული. ჩვენი ამოცანაა პროცესის წარმატებული მართვა“ - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირებისთვის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომლის ძირითადი მიზანია მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა. შტაბში მუშაობს ცხელი ხაზიც (1501), სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება. რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს 1 კგ ციტრუსის ფასი 0.60 ლარიდან 1.5 ლარამდე მერყეობს.

დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ლიეტუვა, კატარი,სლოვენია, სინგაპური) 5,131 ტონა სტანდარტული მანდარინი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები