აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი წარმატებით მიმდინარეობს

02 დეკემბერი, 2019

დღეს, აჭარის მთავრობის თვმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ციტრუსის სააკორდინაციო შტაბის საქმიანობას გაეცნენ.

სტუმრებს მასპინძლობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე უწევდა. ტიტე აროშიძემ ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები სტუმრებთან ერთად განიხილა და შეაჯამა.

მინისტრის განცხადებით, ,,ციტრუსზე გაზრდილია მოთხოვნა, შესაბამისად, გაიზარდა ფასებიც. მიმდინარე წელს ველოდებით 55 000 ტონა მანდარინს. დაახლოებით 70 % იქნება საექსპორტოდ გამზადებული.დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 8 000 ტონამდე მანდარინი. რამოდენიმე ქვეყანას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ელოდება მწარმოებლებიდან ციტრუსის გაგზავნას, იანვრის თვეში ძირითადი ნაწილი ექსპორტირებული იქნება“,- განაცხადა ტიტე აროშიძემ.

თორნიკე რიჟვაძემ მინისტრებთან ერთად ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,ქართული მანდარინი’’ დაათვალიერა და ციტრუსის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნენ. ,,ქართული მანდარინი’’ მიმდინარე წელს გეგმავს 1000 ტონამდე სტანდარტულ ციტრუსის მიღებას. საწარმო ასევე, სეზონზე მიიღებს და გადაამუშავებს 2000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს, რომლისგანაც დაამზადდება კონცენტრირებული წვენი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები