აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმი საქმიანი ტურიზმის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას მასპინძლობს

05 დეკემბერი, 2019

ამ წუთებში, ბათუმში საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესი ღონისძიება მიმდინარეობს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) ერთობლივი ღონისძიებამასტერკლასი შეხვედრების ინდუსტრიაშისაქართველოში პირველად ტარდება. მასტერკლასზე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ისევე როგორც საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანიებს აჭარიდან, იმერეთიდან, სამგრელოდან და კახეთიდან საშუალება აქვთ გაიგონ საქმიანი ტურიზმის თანამედროვე ტენდენციები და საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ ღონისძიებაზე დამსწრე ორგანიზაციებთან.

 

სემინარზე ICCA- და UNWTO- საერთაშორისო სპიკერები ალესანდრა პრიანტე და ელიფ ბალჩი ფისუნოღლუ ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, როგორებიცაა საქმიანი ტურიზმის ინდუსტრია, ICCA, ასოციაციების როლი ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით, შეხვედრების ინდუსტრიის მთავარი სარგებელი, თანამედროვე ტენდენციები და ეკონომიკური კლასტერები. პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მასში მეზობელი ქვეყნების ტურიზმის სფეროზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები (სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, თურქეთი) მონაწილეობენ.

 

„ჩვენს ქვეყანაში პირველად ტარდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) ერთობლივი ღონისძიება და გვიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად სწორედ ბათუმი შეირჩა. ეს ერთის მხრივ ხელს უწყობს საქმიან ტურიზმში ჩართული კომპანიების, ორგანიზაციების განვითარებას, მეორეს მხრივ კი ბათუმის, როგორც საქმიანი ტურიზმისთვის მიმზიდველი ქალაქის პოზიციონირებას. ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები ნამდვილად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბათუმი გახდეს ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

 

ღონისძიებას გარდა სექტორისა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურიზმის დეპარტამენტის მმართველი რგოლის წარმომადგენლები ესწრებიან.

ღონისძიება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები