აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის პოპულარიზაცია პოლონეთის 4 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

06 დეკემბერი, 2019

აჭარის სოფლის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაცია პოლონეთში, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეწია. გამოფენაზე, სადაც აჭარა დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი, ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ სოფლის ნობათი და ტკბილეული დაეგემოვნებინათ, გარდა ამისა, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ. ღონისძიებაზე რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ წელს პირველად  წარადგინა.
 
სოფლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში „აგროტურიზმი და აქტიური ცხოვრება“ სოფლის ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული 100-მდე კომპანია, ტურისტული სააგენტო, ორგანიზაცია და საოჯახო-სასტუმრო სახლები მონაწილეობდა. 
 
პოლონეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს. წლის განმავლობაში დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას ვარშავის,  კატოვიცესა და ვროცლავის ტურისტულ გამოფენებზე ანხორციელებს. გარდა ამისა, აქტიურ ონლაინ  და გარე რეკლამას აწარმოებს პოლონეთის მსხვილ ქალაქებში, ორგანიზებას უწევს პრეს და ინფოტურებს, რის შედეგადაც აჭარის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები პოლონურ მედიაში ქვეყნდება. რეგიონის რეკლამირება პოლონეთში სამომავლოდაც გაგრძელდება. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
5328293031123
0145678910
0211121314151617
0318192021222324
0425262728293031
051234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები