აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

თორნიკე რიჟვაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა

09 დეკემბერი, 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დღეს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეწვია.

თავმჯდომარემ დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ საგზაო დეპარტამენტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი  54 216 კილომეტრის სიგრძის გზაზე მოეწყო. აშენდა 19 ახალი ხიდი და 284 ხელოვნური ნაგებობა. მოეწყო 118 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი. 

2020 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 64 მილიონი ლარი დაიხარჯება. გათვალისწიებულია 14 ახალი ხიდის მშენებლობა და 199 კილომეტრი გზის საფარის მოწყობა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები