აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

,,წელიწადის ოთხი დრო - მეგობრობის პალიტრა"

11 დეკემბერი, 2019

10 დეკემბერს ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - ,,წელიწადის ოთხი დრო - მეგობრობის პალიტრა - ბათუმი 2019 - ზამთარი ბათუმში” გაიხსნა.

გამოფენის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე დაესწრო.

გამოფენაზე ექსპონირებულია ქართველ და ფრანგ მხატვართა პლენერზე შესრულებული ნამუშევრები. სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „წელიწადის ოთხი დრო - მეგობრობის პალიტრა - ბათუმი 2019“ შედგება 4 ნაწილისგან: 4 პლენერი და ფესტივალის დასკვნითი 1 გამოფენა.

პლენერის მონაწილე მხატვრები: ირინა ტორონჯაძე, დიანა თალაკვაძე, მაია ჭყონია, ვლადიმერ შარაშიძე, ზურა კოჩალიძე, სერგო გოგოლაძე /საქართველო/; დაფნა ბიტჩატჩი, მარიონ ანკელმე, სერჯიუ ზანქუ, ივონა მარკოვიჩი /საფრანგეთი/.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები