აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა დეკლარაციის ხელმოწერა

13 დეკემბერი, 2019

🤝 დღეს სასტუმრო Wyndham Batumi - ში "ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარის რეგიონში" პროექტის ფარგლებში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის დეკლარაციას საზეიმო ვითარებაში მოეწერა ხელი.

▶️ საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს.

☑️ 2018 წელს საქართველოში ტუბერკულოზის 2606 შემთხვევა დარეგისტრირდა, მ.შ. 1926 ახალი შემთხვევა. 2019 წელს აჭარაში 217 ახალი შემთხვევაა დარეგისტრირებული.

☑️ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, გლობალური ფონდის თანადაფინანსებით, აჭარის რეგიონი შეუერთდა ,,ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“.
პროექტი მიზნად ისახავს ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესებას აჭარის რეგიონში.

☑️2018 წლის 24 მარტს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის მიხედვით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართვის გზით, აიღო ურთიერთშეთანხმებული აქტივობების თანადაფინანსების ვალდებულება.

⤵️ პროექტის ფარგლებში 2018 წლის აგვისტოდან:

• ტუბერკულოზზე გამოკვლეული 10 175 პირიდან 998 საეჭვო შემთხვევა გაიგზავნა ფტიზიატრიულ სამსახურებში. ტუბერკულოზი დადასტურდა 3 შემთხვევაში.

• შემთხვევის მენეჯერის მიერ მეთვალყურობა დამყარდა მკურნალობაში ჩართულ 410 პაციენტზე, მკურნალობა დაასრულა 259 პაციენტმა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები