აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

350 094 700 მლნ ლარის გაზრდილი ბიუჯეტი უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა

12 დეკემბერი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 350 094 700 ლარს შადგენს, 2019 წელთან შედარებით ფინანსური დოკუმენტი 7 890 900 ლარით, 2,3%-ით გაიზარდა.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პარამეტრებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ისაუბრა.

2020 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 301 250 000 მლნ.ლარია, წინა წელთან შედარებით ზრდა 30 254 000 ლარს, 11% შეადგენს.

2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - 5 216 800 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - 3 250 200 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 112 762 300 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 56 390 100 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 21 000 000 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 15 178 200 ლარი;

2020 წელს აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე  220 მლნ. ლარი დაიხარჯება, აჭარის ბიუჯეტის 63%
აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის  64 მლნ ლარი დაიხარჯება. აშენდება 14 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 6 არსებულ ხიდს, მოეწყობა 189 კმ. გზის საფარი
2020 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი 18% იზარდება, ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება 2 362 000 ლარით
2020 წლიდან პირველად დაფინანსდება პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობა
2020 წლიდან 20%-ით გაიზრდება სახელოვნებო და სასპორტო, საჯარო-საპანსიო სკოლების მასწავლებლებს ანაზღაურება
2020 წლიდან 23.8% გაიზრდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინვენტარით აღჭურვის პროგრამის დაფინანსება
2020 წელს, პირველად, 18-დან 25 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური პროგრამა განხორციელდება

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები