აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

საზღვაო აკადემიის სტუდენტებს პრაქტიკას სახელმწიფო დაუფინანსებს

10 დეკემბერი, 2019

აჭარის მთავრობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში საზღვაო აკადემიის 50 სტუდენტი, 2020 წელს, გემთმფლობელ კომპანიებში საზღვაო პრაქტიკას გაივლიან. სასწავლო კურსი აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტებიდან დაფინანსდება.

დოკუმენტს ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ მოაწერეს.

დღესვე, საზღვაო აკადემიის პირველკურსელთა ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. 600 პირველკურსელმა საზეიმოდ დადო მეზღვაურის ფიცი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები