აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აბრეშუმის გზის მე-4 საერთაშორისო ბიზნეს სამიტი

30 ნოემბერი, 2019

აბრეშუმის გზის მე-4 საერთაშორისო ბიზნეს სამიტს  წელს მსოფლიოს 42 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია ეწვია. 

ტრაპიზონში გამართული მასშტაბური სამიტის თემა საერთაშორისო ვაჭრობა,თავდაცვა, ენერგეტიკა, ტურიზმი,საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა სფეროები იყო.

სამიტის ფარგლებში რამდენიმე ასეულმა მონაწილემ B2B შეხვედრები გამართეს. 

აბრეშუმის გზის ბიზნეს სამიტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე დაესწრო. 
მინისტრმა თავის გამოსვლაში აჭარის საინვესტიციო გარემოზე, დაგეგმილ პროექტებზე და პერსპექტივებზე ისაუბრა. 

სამიტის მონაწილეები აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ სპეციალურად მომზადებულ ვიდეო რგოლს გაეცნენ.

აბრეშუმის გზის ბიზნესმენთა სამიტი ყოველწლიური ერთ-ერთი ყევლაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები, ბიზნესმენები, კორპორაციები ესწრებიან.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები