აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოსა და ჩინეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა

19 დეკემბერი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, მოადგილე რუსლან ქორიძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის რესპუბლიკის ქალაქ პეკინში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში თამბაქოს სექტორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომპანია შპს ,,ქართული თამბაქოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. რომელსაც ხელი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომპანია ,,ქართული თამბაქოს’’ დირექტორმა ბენ ჰუანმა მოაწერეს.

,,ჩინეთის რესპუბლიკის ქალაქ პეკინში გაიმართა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, სადაც ხელი მოეწერა მემორანდუმს.რომელიც ინიცირებულია ჩინეთისა და საქართველოს თანამშრომლობისა და მეგობრობის ასოციაციის მიერ. მემორანდუმის ძირითადი მიზანია მეთამბაქოების დარგის განვითარება აჭარაში მისი ხელშეწყობა და ქართული თამბაქოს პოპულარიზაცია რაც ხელს შეუწყობს მეთამბაქოების დარგის განვითარებას რეგიონის ეკონომიკურ ზრდას და ფერმერების კეთილდღეობას’’,- განაცხადა ტიტე აროშიძემ.

როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა აღნიშნა, საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებული მემორანდუმი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სოფლის მეურნეობის დარგში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები