აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის განვითარების გაუმჯობესება აჭარში

17 დეკემბერი, 2019

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021- 2027 წლების სტრატეგიის პროექტის განხილვა გაიმართა სასტუმრო ,,ვინდჰემში“. აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგიის ჩარჩოს შემუშავება ეფუძნება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას (DCFTA), თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების კუთხით.

2021-2027 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა სოფლის მეურნეობის განვითარებას განსაზღვრავს. აჭარის სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, რომელიც მისი მოსახლეობის სოციალურ, კულტურულ, ეკონიომიკურ და ეკოლოგიურ მისწრაფებებს შეესაბამება, რისი საშუალებითაც უნდა მოხდეს მათი ცხოვრების ხარისხის და სტანდარტის გაუმჯობესება ბუნებრივი რესურსების რაციონალური და მდგრადი გამოყენების შესაბამისად.

განხილვას ესწრებოდნენ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სულხან მოწყობილი, ჯამბულ ხოზრევანიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ეკა ზვიადაძე, სოფლის განვითრების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD-3 მენაჯერი ნოდარ კერესელიძე, UNDP-ის კონსულტანტი ჯონ მაკ-კორმაკი, სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD-3 აჭარის კოორდინატორი ვახტანგ კონცელიძე და სამინისტროს თანამშრომლები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები