აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

20 დეკემბერი, 2019

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის მიზანია:
ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
ხელოვნებისა და კულტურის პროექტების მეშვეობით საზოგადოებაში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება და კულტურულ ღონისძიებებში მოქალაქეების მონაწილეობისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა;
ინკლუზიური ჯგუფებისთვის ხელოვნების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და  იურიდიულ  პირებს;

პროექტი უნდა განხორციელდეს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე; 
თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის 2020 წლის ბიუჯეტი განისაზღვრება 100 000 ლარით; თითოეული პროექტისთვის გაიცემა არაუმეტეს 15 000 ლარისა.


2020 წელს კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება: I ეტაპზე განაცხადების მიღება 20 დეკემბრიდან 27 იანვრის ჩათვლით, ხოლო II ეტაპზე - 10 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტი: 
ელ-ფოსტა: freeprojectsajara@gmail.com
ტელ: 422 24 53 82; 599 39 69 71

მისამართი: ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა №4

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები