აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ქობულეთში მიმდინარე სამუშაოები

20 დეკემბერი, 2019

✅ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მუხრან კაკაბაძემ ქობულეთში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
🚧 ქობულეთის მუნიციპალიტეტში ალამბარი-ხახუტაიშვილები-გოხიძეები-ეკლესიის მიმართულებით საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
🏗ინფრასტრუქტურული პროექტი 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება. არსებული გზა გრუნტოვანი იყო. პროექტის შესაბამისად, გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და 25 დეკემბრიდან ასფალტობეტონის საფარი დაიგება.
▶პროექტის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა და სანიაღვრე არხები. პროექტის ღირებულება 341 440 ლარს შეადგენს. გზა ოც ოჯახს მოემსახურება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები