აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აჭარის პედაგოგთა VI რეგიონული კონფერენცია

23 დეკემბერი, 2019

აჭარის პედაგოგთა მეექვსე რეგიონული კონფერენცია სახელწოდებით - „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“გაიმართა.  კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობდა აჭარის მუნიციპალიტეტებიდან 108 პედაგოგი.

კონფერენციის დახურვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრო, პედაგოგებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა.  კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა პლენარულ სხდომას, შვიდ სექციურ მუშაობას და შემაჯამებელ შეხვედრას. 

აჭარის პედაგოგთა მეექვსე რეგიონული კონფერენცია აჭარის განათლების ფონდის/მასწავლებელთა სახლის ორგანიზებით გაიმართა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები