აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

თეატრალური კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები

20 დეკემბერი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2019 წლის 13 დეკემბერს დამთავრდა ქვეპროგრამის ,,კონკურსები და ოლიმპიადები” კომპონენტის ,,თეატრალური კონკურსის მოწყობა’’ პირველი ეტაპი და გამოვლინდა გამარჯვებული აპლიკანტები. სამინისტროში სულ შემოვიდა 7 განაცხადი, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსება მიიღო და მეორე ტურში გადავიდა ოთხი აპლიკანტი.

• სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლა;

• სსიპ შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლა;

• სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საჯარო სკოლა;

• სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლა და შპს ელიტური სკოლა "გორდა".

პროექტს ,,თეატრალური კონკურსი’’ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს. კონკურსი ორ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე მოხდა წარმოდგემილი პროექტების (სინოპსის) განხილვა და გამარჯვებული აპლიკანტების გამოვლენა. მეორე ეტაპისთვის გამარჯვებულმა აპლიკანტებმა 2020 წლის 15 მაისამდე უნდა უზრუნველყონ სპექტაკლის მომზადება. დასკვნითი შემაჯამებელი ჩვენება გაიმართება 2020 წლის 15 ივნისამდე, სამინისტროს მიერ შერჩეულ სივრცეში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები