აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კულტურის სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილი მუშაკების დაჯილდოება

25 დეკემბერი, 2019

 ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით კულტურის სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილი მუშაკების დაჯილდოება გაიმართა.

62 ღვაწლმოსილ იუბილარს კულტურის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და საქართველოს პარლამენტის აჭარის დეპუტატებმა მადლობა გადაუხადებს და ჯილდო გადასცეს. 

2019 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით კულტურის მიმართულებით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 19 534 000 ლარი ლარი. კერძოდ:

ჩატარდა 10-ზე მეტი საერთაშორისო ფესტივალი და 30-ზე მეტი მასშტაბური კულტურის ღონისძიება: კონცერტები, პერფორმანსი, თეატრალური და საოპერო წარმოდგენები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის კულტურის დაწესებულებების თანაბარი ხელმისაწვდომობის მიზნით შემუშავდა პროექტები და დაიწყო შენობების ადაპტირება.

გაიმართა სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 103-მა ანსამბლმა. სამინისტრომ გამარჯვებულებისთვის 80 000 ლარის სასცენო სამოსი შეიძინა.

საგრანტო კონკურსის წესით დაფინანსდა 71 ხელოვანი, რომლებმაც ევროპის 15 ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებიდან ჩამოიტანეს ჯილდოები: 1 გრანპრი, 2 პირველი ადგილი და სხვადასხვა საპრიზო ადგილი.

თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის კონკურსში ჩაერთო 400 -ზე მეტი ბენეფიციარი.

განხორციელდა სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების გადაღება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები