აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა

27 დეკემბერი, 2019

აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარის 2019 წლის საუკეთესო და წარმატებული სპორტსმენების, მწვრთნელების, ფედერაციებისა და ჟურნალისტების დაჯილდოება გაიმართა.

საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები, ფედერაციები და სპორტული ჟურნალისტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ-დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ დააჯილდოვეს.

სპეციალურმა შექმნილმა კომისიამ წლის შედეგების მიხედვით გამოავლინა 10 საუკეთესო და 10 წარმატებული სპორტსმენი, 10 პერსპექტიული სპორტსმენი, 10 საუკეთესო მწვრთნელი, 2 პარასპორტსმენი, 6 საუკეთესო ფედერაცია და 5 საუკეთესო სპორტული ჟურნალისტი, რომლებიც დაჯილდოვდნენ აჭარის სპორტის დეპარტამენტის სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები