აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძე ალილოს სადღესასწაულო მსვლელობას შეუერთდა

07 იანვარი, 2020

7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაული ბათუმში ტრადიციული ალილოთი აღინიშნა.საზეიმო მსვლელობას საშობაო ნობათითა და ტკბილეულით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის წევრები შეუერთდნენ.

ბათუმში ალილოს მსვლელობა ტრადიციულად ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან იწყება. მახარობლები სასულიერო პირებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, ჩოხოსნებთან და მრევლთან ერთად ბათუმის ცენტრალურ ქუჩებს მოივლიან და მსვლელობას ბათუმისთვის ბძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან ასრულებენ.

ალილოზე შეგროვილი ნობათი შეჭირვებულებს გადაეცემათ. საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. ალილოს საშობაო მსვლელობა საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა და უკვე რამდენიმე წელია ალამაზებს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები