აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

მაღალმთიან აჭარაში ისტორიული პროექტი განხორციელდა-წელს პირველად კურორტ "გოდერძიზე" გაზი აინთება

28 დეკემბერი, 2019

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი,წელს პირველად, ბუნებრივ აირს ახლადაშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს. 

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, "ადიგენი-გოდერძის“ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა აჭარის მთავრობამ და ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, ერთობლივად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარებისთვის, ასევე სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა.

ადიგენი-გოდერძის“ 36 კილომეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაახლოებით 11,5 მლნ ლარით დაფინანსდა. ახლადაშენებულ გაზსადენს, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, უკვე მოქმედ სამხრეთ მიმართულების გაზმომარაგების ქსელთან მიერთებით, მიეცემა „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მიმართულების გაზმომარაგების წრედის შემკვრელის ფუნქცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების მაგისტრალურ გაზსადენზე შესაძლო შეფერხების შემთხვევაში, აჭარის რეგიონის ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროდ იქნება გამოყენებული.

კურორტის გაზიფიცირების პროექტის სამუშაოებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია იყო ჩართული. გაზიფიცირების პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ჯი-პი-სიმ“ და "აჭარინვესტი 2009" -მ განახორციელა. გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებზე 120 ადამიანი იყო დასაქმებული. პარალელურად, ამ დროისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს  მაღალმთიანი აჭარის სრული გაზიფიცირების ისტორიული პროექტი.

აჭარის მთავრობის ინიციატივით გაზიფიცირების მიმდინარე პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა პირველი ეტაპი, რომლითაც სალიბაურიდან ხიჭაურამდე 63 კმ მონაკვეთზე გაზსადენის მილების მონტაჟი განხორციელდა.  დასკვნით ფაზაშია მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც შუახევიდან გოდერძიმდე 56 კმ გაზსადენის მოწყობას ითვალისწინებს. შედეგად მოხდება  15 200 აბონენტის გაზიფიცირება. ამ დროისთვის მილები  22 კმ-ზე უკვე გაყვანილია. სამუშაოებში 180 ადამიანია დასაქმებული.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები