აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეხვედრა სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან

13 იანვარი, 2020

 აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2020 წელს ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაციის შვიდ პროგრამას ახორციელებს.

 პროგრამების შესრულების წესთან დაკავშირებით სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

⤵️ პროგრამები:
☑️ მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია

▶️ პროგრამა ითვალისწინებს, მოზრდილი მოსახლეობისათვის (18 წლის ზემოთ) ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის ფუნქციის აღდგენას და შესაბამისად ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.

 მოსარგებლეები
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები - ომის ვეტერანები.

 დაფინანსების ფორმა
ბენეფიციარს მომართვის თარიღის გათვალისწინებით დაუფინანსდება ინდივიდუალური (არანაკლებ 15 დღიანი მომსახურება) კურსის ღირებულება საშუალოდ 4 თვეში ერთხელ. ვაუჩერით დასაფინანსებელი თანხა განისაზღვრება წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით. ღირებულების დანარჩენ ნაწილს დაფარავს პაციენტი.

☑️ ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია

▶️ პროგრამა ითვალისწინებს ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის რეაბილიტაციის კურსების მიწოდებას.

 მოსარგებლეები
- ძვალ-სახსროვანის სისტემის დეფორმაციის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;
- ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო მზრუნველობაში.
პროგრამა მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, მასაჟს, ელექტროფორეზს, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას.

 დაფინანსების ფორმა
მომსახურება ანაზღაურდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა (178 ლარი). წლის განმავლობაში ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, 1 კურსი - არანაკლებ 30 სარეაბილიტაციო ღონისძიებისა.

☑️ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია

▶️ პროგრამა ითვალისწინებს განსაზღვრული დიაგნოზის მქონე ბავშვთა სამედიცინო მეთვალყურეობას, ფიზიკური თერაპიას, მეტყველების თერაპიას, ბავშვისა და მშობლის ფსიქოლოგიურ დახმარებას.

 მოსარგებლეები
ბავშვთა ცერებრალური დამბლის, კუნთების პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის დაუზუსტებელი) დაზიანების, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის მქონე 3 წლისა და მეტი (18 წლამდე) ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე, ამ მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები.

▶️ პროგრამა მოიცავს თერაპიული ინტერვენცია, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ენის თერაპიის, ფსიქოლოგიური კორექციის, ქცევითი თერაპიის სეანსებს; ექიმის მეთვალყურეობას; ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარებას.

 დაფინანსების ფორმა
გაწეული მომსახურება (1 კურსი - არანაკლებ 10 დღისა და ჯამში არანაკლებ 22 ღონისძიებისა) ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა - 1 კურსის ღირებულება 330 ლარის ოდენობით (წელიწადში ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდება არაუმეტეს 8 სარეაბილიტაციო კურსი, პროგრამაში ჩართვის პერიოდის გათვალისწინებით).

☑️ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია

▶️ პროგრამა ითვალისწინებს, აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას სადღეღამისო ცენტრში.

▶️ შშ მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბავშვის ჩართვა ქვეპროგრამაში განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.

 დაფინანსების ფორმა
წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, კურსი მოიცავს 15 დღეს, ბენეფიციარის მომსახურება დაფინანსდება დღეში - 20 ლარით, ხოლო თანმხლები პირის (მშობელი ან ოჯახის სრულწლოვანი წევრი) დღეში - 10 ლარით.

☑️ ბავშვთა ადრეული განვითარება

▶️ პროგრამა ითვალისწინებს, განსაზღვრული დიაგნოზის მქონე იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური და თვითმოვლითი უნარების განვითარებას, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი) მომსახურების გაწევას (თვეში არანაკლებ 8 შეხვედრისა). ამასთან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მხოლოდ ინდივიდუალურ მომსახურებას, 3 წლის ასაკის ზემოთ ჯგუფურ მომსახურებასა (არანაკლებ თვეში 4 შეხვედრისა).

 მოსარგებლეები
0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც აქვთ განვითარების ეტაპების დაყოვნება, შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია პროგრამით გათვალისიწინებული ICD-10-დიაგნოზებით (მათ შორის: დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, განვითარების ზოგადი აშლილობა, მეტყველების განვითარების აშლილობა, გონებრივი ჩამორჩენილობა).

 დაფინანსების ფორმა
ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა - ერთი კურსის ღირებულება 152 ლარის ოდენობით, პროგრამაში ჩართვის თვიდან ყოველ თვე საბიუჯეტო წლის ბოლომდე, არაუმეტეს ბავშვის 7 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით.

☑️ აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია

▶️ პროგრამა ითვალისწინებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას. ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. მომსახურება მოიცავს 12 კურსს (1 კურსი-15 სეანსი, მათ შორის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის მინიმალური რაოდენობა-12 სეანსი).

 მოსარგებლეები
დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ბავშვები.

 დაფინანსების ფორმა
ბენეფიციარს გაწეული მომსახურება დაუფინანსდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა - 1 კურსის ღირებულება 300 ლარის ოდენობით, პროგრამაში ჩართვის თვიდან ყოველთვე საბიუჯეტო წლის ბოლომდე.

☑️ სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია

▶️ პროგრამა ითვალისწინებს, სმენაპროთეზირებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებით უზრუნველყოფას. წლის განმავლობაში დაფინანსდება 2 კურსი (კურსი მოიცავს მეტყველების თერაპიის 10 ვიზიტს, მათ შორის 5 ინდივიდუალურ და 5 ჯგუფურ მეცადინეობას, მუსიკათერაპიის 4 ვიზიტს).

 მოსარგებლეები
10 წლის ასაკამდე სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული სმენაპროთეზირებული (სმენის აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) ბავშვები.

 დაფინანსების ფორმა
გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა - ერთი კურსი 310 ლარის ოდენობით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები