აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვლის საფარისგან გზების გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს

14 იანვარი, 2020

🚜 აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვლის საფარისგან გზების გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს.
 ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სამუშაოები შემდეგ ლოკაციებზე მიმდინარეობს: ფაჩხა, დიოკნისი-მანიაკეთი, გაღმა დეკანაშვილები, კალოთა, ბოძაური, ტუნაძეები-ახალი უბანი, სტეფანაშვილები-მერჩხეთი, ვერნები, მთისუბანი, ზეგარდანი, რიყეთი-დიდი რიყეთი, ბეღლეთი-ყიშლა, ღორჯომი-აგარა-ყიშლა, გელაური.
 შუახევის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზები იწმინდება ჯაბნიძეების, კვიახიძეები-ლომანაურის, ხიჭაური-ნაღვარევის, ზამლეთი-ნიგაზეული-ბუთურაულის, კობალთას, ფურტიო-მომწვარის, გოგაძეების, უჩამბა-წაბლანას, ხიჭაური-ნაღვარევის, ბრილის, დღვანის, ქიძინიძეების, პაპოშვილები-გორის, ბარათაული-ჭათების, ვანის და კარაპეტის მიმართულებით.
🚧 ხუთი მიმართულებით იწმინდება გზა ქედაში. ტექნიკა მოძრაობს ხარაულა-ზარაქაშვილების, კაცითავის, ორცვა-დიდვაკეს, დანდალო-ტაკიძეების და ქედა-მერისი-ნამონასტრევის მიმართულებებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები