აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერგე და საჩითილე მეურნეობა შუახევში პირველად გაიხსნა

16 იანვარი, 2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, შუახევის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერგეები, საჩითილე მეურნეობა და ვეტერინარული კლინიკა გახსნა.

ახალი სანერგე და საჩითილე მეურნეობა შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მოემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს, მისცემს მათ საშუალებას მიიღონ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში წარმოებული სარგავი და საჩითილე მასალა.

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფერმერებს მიეცემათ შესაძლებლობა კიდევ უფრო წარმატებით განახორციელონ საქმიანობა.

,,შუახევის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა აგროკომპლექსი, რომელიც მოიცავს თანამედროვე ვეტერინარულ კლინიკას, საჩითილე და სანერგე მეურნეობას. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი მოემსახურება მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს. სახელმწიფო მაქსიმალურად გააგრძელებს თანამედროვე სტანდარტების კომპლექსების შექმნას, რათა კიდევ უფრო განვითარდეს აგროსექტორი და ფერმერებს უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს“. - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

პროგრამა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში ხორციელდება და ფერმერებს საშუალებას აძლევს აწარმოონ მაღალი ხარისხის, სერთიფიცირებული, უვირუსო, ეკოლოგიურად სუფთა, რაოდენობრივად უხვი მოსავლის ხეხილოვანი ნერგები და ბოსტნეული კულტურების ჩითილები.

გახსნის ცერემონიაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. პროგრამის ბიუჯეტი 744 970 ლარს შეადგენს და აჭარის მთავრობის მიერ ფინანსდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები