აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

ზამთრის თასის მონაწილეებმა ბათუმის მშენებარე სტადიონი მოინახულეს

19 იანვარი, 2020

ფეხბურთის ტრადიციულ ტურნირს, დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის გათამაშებას, წელს ბათუმის ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთნ, ვეტერან ფეხბურთელებთან და ზამთრის თასის მონაწილე უცხოელ სტუმრებთან ერთად, ბათუმის მშენებარე სტადიონი მოინახულა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. სტადიონის გადახურვა არქიტექტურული მემბრანით, სკამების მონტაჟი, განათებისა და გახმოვანების სისტემა, მინდვრის საფარის დაგება უმაღლესი ხარისხით, უეფას მოთხოვნების შესაბამისად შესრულდა.

წელს გათამაშება განახლებული ფორმატით გაიმართა და გამარჯვებისთვის საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად, ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფას და ფიფას გუნდები იბრძოლებენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები