აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარა ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

21 იანვარი, 2020

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს ჰელსინკში,  საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. ჩრდილოეთ ევროპის უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე "MATKA 2020” დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.

გამოფენა, რომელსაც საშუალოდ 64,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე შეხვედრებს მართავს ფინეთის ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციის, წამყვანი მედიასაშუალებებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული პროდუქტების ფინურ ბაზარზე პოპულარიზაციის შესაძლებლობები განიხილება.

წელს, "MATKA 2020”-ზე საქართველო წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად დასახელდა. გამოფენა 17 იანვარს გაიხსნა და 19 იანვარს დასრულდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას წელს, 28 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განახორციელებს.  მათ შორის მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე გერმანიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ბალტიისპირეთისა და მეზობელ ქვეყნებში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები