აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

რძის გადამამუშავებელი სეპარატების გაცემა დაიწყო

21 იანვარი, 2020

დღეს,სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ხულოს მუნიციპალიტეტში ფერმერბებს რძის გადამამუშავებელი სეპერატორები გადასცა. რძის გადამამუშავებელი აპარატები ფერმერებს და აგრომეწარმეებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ქვეპროგრამის ,,მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა’’-ფარგლებში გადაეცათ.

პროგრამის მიზანია მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვით, ფერმერთა და აგრომეწარმეთა მიერ წარმოებული მეცხოველეობის პროდუქციის ოჯახურ პირობებში გადამუშავების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

ქვეპროგრამის ფარგლებში რეგიონის ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე მიწოდებული იქნა 230 ცალი რძის მექანიკური სეპარატორი ერთეულის ღირებულება 321 ლარია, თანხის 70% სახელმწიფო ფარავს. თანაგადახდის პრინციპით კი ფერმერი მხოლოდ 98 ლარს გადაიხდის.

რძის სეპარატების გადაცემის პროცესს მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე და პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსო ჯამბულ აბულაძე ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები