აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ხანძრის შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 342 665 ლარი გამოეყოფა

22 იანვარი, 2020

დღეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომას მინისტრი ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობდა. ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები და მუნიციპალიტეტების მერები.

სხდომაზე კომისიის წევრებმა ხანძრის შედეგად დაზარალებული 28 ოჯახის კომპენსირების საკითხი განიხილეს. მათი რეკომენდაციითა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით უახლოეს პერიოდში, დაზარალებულებულ ოჯახებ აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 342 665 ლარი გამოეყოფათ.

წელს პირველად ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე, რომლთა საცხოვრებელი აღდგენას არ ექვემდებარება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარს მიიღებენ, ხოლო საცხოვრებლის აღდგენისთვის მაქსიმალური თანხა 10 000 ლარი გამოიყოფა.

2019 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ფინანსური დახმარება გაიცა 299 ოჯახზე 580 581 ლარის ოდენობით, აქედან:
სტიქიით დაზარალებულ 277 ოჯახზე 382 738 ლარი;
ხანძრით დაზარალებულ 22 ოჯახზე 197 843 ლარი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4930123456
5078910111213
5114151617181920
5221222324252627
5328293031123
0145678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები