აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტროს 2019 წლის ანგარიში და ფერმერებისა და აგრომეწარმეების დაჯილდოვება

23 იანვარი, 2020

დღეს, სასტუმრო რედისონში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა, ასევე მიმოიხილა 2020 წლის პროგრამები. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ სოფლისა და სოფლის მეურნეობის დარგში გაწეული საქმინობისთვის ფერმერები და აგრომეწარმეები.

სამინისტრომ საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 2019 წელს 12 პროგრამა და 20 ქვეპროგრამა განახორციელა. ბიუჯეტი 15 362 854 ლარით იყო განსზღვრული. მათ შორის 10 608 324 ლარი მოხმარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებას, ხოლო 4 754 530 ლარი გარემოს დაცვასა და სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები