აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიში

23 იანვარი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად დაესწრო.

,,2019 წელი გამორჩეული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. ძალიან ეფექტურად იქნა ჩატარებული როგორც ნარინჯისფერი რთველი, ასევე ის ღონისძიებები, რომელიც ეხმარება ჩვენს ფერმერებს. სოფლის მეურნეობა ტურიზმთან და მწვანე პოლიტიკასთან კონტექსტში უნდა განვავითაროთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს და მის გუნდს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ დამსწრე საზოგადოებას პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები გააცნო და დაგეგმილ სტრატეგიაზე ისაუბრა. 2019 წელს უწყების ბიუჯეტი 15 362 854 ლარით იყო განსაზღვრული, მათ შორის, 10 608 324 ლარი მოხმარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებას, ხოლო 4 754 530 ლარი - გარემოს დაცვასა და სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის დარგში გაწეული საქმიანობისთვის ფერმერები და აგრო მეწარმეები დააჯილდოვეს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეზენტაციას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერები, მეწარმეები და ფერმერები. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები