აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შეხვედრა წარმატებულ სტუდენტებთან

24 იანვარი, 2020

2020 წლის 24 იანვარს  სასტუმრო რადისონში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „სტუდენტთა დახმარების’’ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარჩინებულ სტუდენტებთან შეხვედრა და დაჯილდოება გაიმართა.

 აჭარის მთავრობის ხელშეწყობით 2012 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახორციელებს სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამას.

 2012-2019 წლებში „სტუდენტთა დახმარების’’ ქვეპროგრამის ფარგლებში 6 259 619  ლარით დაფინანსდა 6 146 სტუდენტი.

2020 წელს გათვალისწინებულია 900 სტუდენტის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია 1 000 000 ლარი.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა და სამინისტროს მიერ დაწესებული საჩუქრები გადასცა.

სტუდენტთა დახმარების პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სრულად არსებულ ბმულზე: http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=1456&gid=6&ppid=12

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები