აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

,,გონიოს საბავშვო ფესტივალი ’’

28 იანვარი, 2020

გონიოს ციხის ტერიტორიაზე ,,საბავშვო ფესტივალი 2020’’გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

ფესტივალი დატვირთული იყო როგორც საგანმანათლებლო, ასევე, გასართობი აქტივობებით.

სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში ბავშვებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ მოზაიკის ხელოვნების, ხატვისა და თიხით ძერწვის მასტერკლასებში.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს დაურიგდათ სიმბოლური საჩუქრები.

ღონისძიებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდა.

ფესტივალის ჩატარების მიზანი ბავშვებისათვის თამაშის ფორმით არაფორმალური განათლების მიღება და გონიოს ციხის პოპულარიზაცია იყო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები