აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელს ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი დაიხარჯა.

28 იანვარი, 2020

ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი დაიხარჯა.
საავტომობილო გზებზე მოეწყო: 7,6 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, 21 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი, აშენდა ერთი ახალი ხიდი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ არსებულ ხიდს. მუნიციპალიტეტში მოეწყო 54 ხელოვნური ნაგებობა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე წელს ქედაში გზის რეაბილიტაციისთვის 6,154,000 ლარს დახარჯავს.
ქედის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლობისთვის 152,750 ლარია გათვალისწინებული. 30,000 ლარი კი ხიდის რეაბილიტაციისთვის უნდა დაიხარჯოს.
ქედაში 1,200,000 ლარის ღირებულების საყრდენი კედლების მოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოები 30-ზე მეტ ლოკაციაზე ჩატარდება. დამცავი ნაგებობებისა და წყალარინებისთვის კი ბიუჯეტიდან 390,000 ლარია გამოყოფილი.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები