აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა 2019-2020 წლის ციტრუსის სეზონი შეაჯამა

28 იანვარი, 2020

დღეს, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბში ციტრუსის სეზონი შეაჯამა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, შეხვედრაზე მინისტრმა 2019-2020 წლების მანდარინის მოსავლისა და რეალიზაციის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა.

ციტრუსის სეზონი აჭარაში განსაკუთრებით მაღალი ხარისხის მოსავალით გამოირჩეოდა. წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, აქედან ექსპორტირებული 32 ათასი ტონაა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 26 იანვრის მდგომარეობით, სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ 10 ათასი ტონა შეადგინა.

წელს მანდარინის საბითუმო ფასი 0.60-დან 2.00 ლარამდე იყო. პროდუქციის მაღალი ფასი მაღალი ხარისხით იყო განპირობებული და ეს დიდწილად აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.

ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარებას ხელი შეუწყო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და აჭარის მთავრობამ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აქტიურად მუშაობდა ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი, რომლის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა იყო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55