აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ხელვაჩაურში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

29 იანვარი, 2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალსოფელი-ხოფის გზატკეცილის გზის 1,320 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიგება ასფალტობეტონის საფარი და მოეწყობა ცხაურები და კიუვეტები. პროექტის ღირებულება 317000 ლარს შეადგენს.
გზის რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ფერია-სათნოების სახლის საავტომობილო გზაზეც. ასფალტობეტონის საფარი 1,230 კმ. სიგრძის მონაკვეთზე დაიგება, ასევე მოეწყობა ცხაურები და კიუვეტები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე რაულ ბერიძე გაეცნო. ამ დროისთვის სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც დასრულდება მარტის თვეში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები