აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

გამოჩენილი ქართველი რეჟისორი ზაზა ხალვაში გარდაიცვალა

04 თებერვალი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს გამოჩენილი ქართველი რეჟისორის ზაზა ხალვაშის უდროო გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს სრულიად საქართველოს და მის ოჯახს.
ჩვენმა თანამოქალაქემ ზაზა ხალვაშმა ქართული კინოს სახელი საზღვრებს გარეთ გაიტანა და მრავალი საერთაშორისო ჯილდო მოუტანა მას.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს მაღალმთიან აჭარაზე გადაღებული ფილმი „ნამე“ ოსკარის შესარჩევ ნომინანტთა შორის მოხვდა.
2019 წელს ზაზა ხალვაშმა აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „წვიმა ორ ნაპირზე“ გადაიღო. ფილმი ლიეტუვას და საქართველოს ერთობლივი კოპროდუქცია იყო.
აჭარის შვილი, ზაზა ხალვაში ჩვენთვის ფასდაუდებელი ხელოვანი და პედაგოგი დარჩება მუდამ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები