აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძემ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას 2019 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო

07 თებერვალი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს და აკადემიის წევრებს 2019 წლის საქმიანობის შედეგები და 2020 წლის პროგრამები გააცნო.

სამინისტრომ საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 2019 წელს 12 პროგრამა და 20 ქვეპროგრამა განახორციელა, რომლის ბიუჯეტი 15 362 854 ლარით იყო განსზღვრული. მათ შორის 10 608 324 ლარი მოხმარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებას, ხოლო 4 754 530 ლარი გარემოს დაცვასა და სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ტიტე აროშიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა, ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე - პროგრამებსა და პროექტეზე, პარტნიორ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უახლოეს პერსპექტივებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.

,,სოფლის მეურენობის განვითარებას ასეთი მიდგომა ჭირდება, როგორი ხედვაც დღეს წარმოგვიდგინა აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ. მკაფიოდ ჩამოაყალიბა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება რეგიონში, აგრარული სექტორის განვითარების მოდელი. დიდი ინტერესით ვისმენდით მოწოდებულ ინფორმაციას, რადგან აქ არის შერწყმული მეცნიერებისა და სახელმწიფოს ინტერესები, ’’ - განაცხადეს შეხვედრის დასასრულს აკადემიის წევრებმა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები