აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებს შეხვდა

07 თებერვალი, 2020

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პროექტები და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა ფერმერებისთვის ცოდნის და საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ტიტე აროშიძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის, ხაზგასმით აღნიშნა, რეგიონში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობის შესახებ და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ირმა აფხაზავა ესწრებოდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები