აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ქობულეთში სათბურების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს დაესწრო

09 თებერვალი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, სამინისტროში შექმნილი სტიქიის ბრძოლის შტაბის წევრებთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ქობულეთში, სოფელ გვარას ტერიტორიაზე არსებული სათბურების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს დაესწრო. პარალელურად სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მეციტრუსე ფერმერებზე შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ყველა საჭირო ღონისძიებების შესახებ.

ტიტე აროშიძემ შტაბის წევრებისაგან დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია მოისმინა და შესაბამის სამსახურებს მისცა დავალება,რათა დროულად და ეფექტურად მოხდეს პრევენციული ღონისძიებების გატარება. შტაბი აგრძელებს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას.მოქმედებს ცხელი ხაზი 577 78 99 77.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები