აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

06 თებერვალი, 2020

წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში განხორციელებულ ღონისძიებებში. მინისტრი აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა ლიტერატურულ აქტივობებში, აიღო მკითხველის ბარათი და ახალგაზრდებთან ერთად მოინახულა ახალი საგანმანათლებლო სივრცეები. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მინისტრმა მოსწავლეებს წაუკითხა ახალგაზრდა მწერლის ანა ლაშხელი-ონიანის მოთხრობა - „ბაბუას წერილი ნინიკოს“. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა და მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2013 წლიდან "საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების" ქვეპროგრამის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების შევსებას ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების ლიტერატურით. პროგრამის ფარგლებში 120 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა განახლდა წიგნადი ფონდით. პროგრამა გრძელდება 2020 წელს და 15 სკოლას გადაეცემა ახალი მხატვრული ლიტერატურა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები