აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ზამთრის კინოსკოლა

11 თებერვალი, 2020

პროექტის - „TAFU – FIIST მარადიდის ზამთრის კინოსკოლა“ - ფარგლებში მიმდინარეობს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღებები მაღალმთიანი აჭარის (ხელვაჩაურის რაიონის სოფელი მარადიდი) მაცხოვრებლებსა და მათ ადათ-წესებზე. გადაღებები გაგრძელდება 12 დღის განმავლობაში, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევენ ქართველი და პოლონელი ტუტორები.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანი და პროექტის ხელმძღვანელი ოთარ ლითანიშვილი ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები