მინისტრმა საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო
25 თებერვალი, 2020
დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაეცა და საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკრებს სამშობლო არ დაუტოვებიათ.
სკვერში აჭარის მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. გმირთა მემორიალთან შეკრებილებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
იხილეთ გალერეა