აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრაქტრუქტურულ სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს

27 თებერვალი, 2020

🏗აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრაქტრუქტურულ სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. მიმდინარე წლის გაზაფხულზე შავ საფარში კიდევ ერთი სოფლის გზა მოექცევა.
🚧ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის 4,290 კმ იან მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
🔵აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტობეტონის საფარი უნდა დაიგოს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 24 თებერვალს დაიწყო და ივლისში უნდა დასრულდეს.
🔵პროექტის ღირებულება 2 569 999 ლარია.
სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ფატი ხალვაში გაეცნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები