სტაჟირება გავლილ სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცათ
28 თებერვალი, 2020
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში ანაზღაურებადი, ექვს თვიანი სტაჟირება გაიარა, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ექვსმა სტუდენტებმა. დღეს, სტუდენტებმა შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს.
ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და პრორექტორი ნათია წიკლაშვილი ესწრებოდნენ. მინისტრმა სტუდენტებს სტაჟირების სერთიფიკატი გადასცა.
ტიტე აროშიძემ სტუდენტებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის'' შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროგრამა მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პრაქტიკული უნარჩვევევბის გამომუშავებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად 6 თვის ვადით მიიღებს უმაღლესი განათლების მქონე პირის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს, სულ 10 სტაჟიორს. 6 აგრარული და 4 საბუნებისმეტყველო მიმართულებით.
იხილეთ გალერეა