ტიტე აროშიძემ პოლონეთის ლუბუშის სავოევოდოს სეიმიკის დელეგაციას უმასპინძლა
04 მარტი, 2020
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ პოლონეთის ლუბუშის სავოევოდოს სეიმიკის თავმჯდომარეს ვიოლეტა ჰარეზლაკს,სავოევოდოს ვიცე-მარშალს ლუკაშ პორიკსა და ამავე სავოევოდოს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა რეგიონებს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ტიტე აროშიძემ დელეგაციის წარმომადგენლებს სამინისტროს მიმდინარე გეგმები და სამომავლო პროექტები გააცნო.
მხარეებმა, სამომავლოდ ერთობლივი პროექტების გამხორციელების სურვილი გამოთქვეს და ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
იხილეთ გალერეა