აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის მთავრობამ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით განკარგულება მიიღო

23 მარტი, 2020

აჭარის მთავრობამ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით განკარგულება მიიღო.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის  წესის განსაზღვრის თაობაზე“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ განკარგულება მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით ცვლილება 2020 წლის 28 იანვრის №4 განკარგულებაში განხორციელდა. კერძოდ:

განკარგულებით დამტკიცებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის“ მე-4 მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. ინვესტორებს, რომლებსაც სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების (გარდა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა) შესრულების ვადა წარმოეშვათ/წარმოეშობათ 2020 წლის 1 მარტიდან და მიმართავენ სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/ დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/ დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით და უზრუნველყოფენ არსებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას წინამდებარე წესის შესაბამისად, სამინისტროს/მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავრობის თანხმობით, მიეცემათ დამატებთი 4 (ოთხი) თვის ვადა (დამატებითი ვადის ათვლა დაიწყება 2020 წლის 1 ივლისიდან იმ ინვესტორების მიმართ ვისაც ეს ვალდებულება წარმოეშობა 2020 წლის 1 ივლისამდე, ხოლო იმ ინვესტორებს ვისაც ვალდებულების შესრულების ვადა წარმოეშობა 2020 წლის 1 ივლისის შემდეგ, ვალდებულების წარმოშობის დღიდან) და სრულად გათავისუფლდებიან აღნიშნულ პერიოდში დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან, ამასთან, ინვესტორებს არ წარმოეშობათ ახალი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება და სამინისტროს მიერ არ იქნება გამოთხოვილი მათ მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

7. ინვესტორებს, რომლებსაც 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 30 სექტემბერამდე წარმოეშობათ საპრივატიზებო ან/და სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო/ სარგებლობის საფასურის გადასახდელად 2020 წლის 20 დეკემბრამდე და გათავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოსაგან".
განკარგულების პროექტიშემუშავებ განპირობებულია, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული პანდემიის ფონზე, საქართველოში და მათ შორის აჭარის რეგიონში მოსალოდნელი რთული ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ, რათა ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიზნეს-სექტორის სუბიექტებს, მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ შეძლონ რთულ ეკონომიკურ სიტუაციასთან გამკლავება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტი:

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები